ჩინეთი სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმებს არ ეთანხმება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გუო ძიაკუნმა განაცხადა.
პეკინი „გმობს მშვიდობიან მოსახლეობასა და არასამხედრო სამიზნეებზე ყველა თავდასხმას.“
პრესსპიკერის თქმით, გადაუდებელი ამოცანაა „სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და კონფლიქტის შემდგომი გაფართოების თავიდან აცილება.“
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება.
„ჩინეთი არ ეთანხმება სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმებს და გმობს მშვიდობიან მოსახლეობასა და არასამხედრო სამიზნეებზე ყველა განურჩეველ თავდასხმას. ფუნდამენტური გამოსავალი არის, ერთობლივად დავუბრუნდეთ საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმების დაცვის სწორ გზას,“ – განაცხადა ძიაკუნმა.