ნავთობგიგანტები — Chevron და Shell — ახლოს არიან ვენესუელასთან ნავთობის მოპოვების პირველი მსხვილი შეთანხმებების გაფორმებასთან მას შემდეგ, რაც იანვარში აშშ-მ ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავა. ამის შესახებ ხუთმა წყარომ სააგენტო Reuters-ს განუცხადა.
შეთანხმებები ორივე კომპანიას საშუალებას მისცემს, გაზარდოს ნავთობის წარმოება სამხრეთ ამერიკის ქვეყანაში მდებარე მნიშვნელოვან საბადოებში. ეს ნაბიჯი შეიძლება, გახდეს ყველაზე დიდი წინსვლა იმ გეგმის ფარგლებში, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 100 მილიარდ დოლარიან პროექტს უწოდებს.