ზელენსკი: აშშ-ის მიერ სანქციების ერთჯერადმა შემსუბუქებამ შეიძლება, რუსეთს ომისთვის დაახლოებით ათი მილიარდი დოლარი მისცეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგ კოლეგასთან ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკრიტიკა აშშ-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქება. ზელენსკის თქმით, შესაძლოა, რუსეთს ომის გასაგრძელებლად ათ მილიარდ დოლარამდე დამატებით გამომუშავების საშუალება მიეცეს.


„მნიშვნელოვანია, რომ რუსეთზე ამ ომის გამო ზეწოლა გაგრძელდეს, რათა მივაღწიოთ ნამდვილ უსაფრთხოებას და მდგრად მშვიდობას. ჩვენ უნდა დავძლიოთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის დაბლოკვა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკამ გადაწყვიტა, ნაწილობრივ შემსუბუქებულიყო ზღვაში ტანკერებზე შენახული რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები. მხოლოდ ამერიკის მიერ ამ შემსუბუქებამ, შეიძლება, რუსეთს ომისთვის დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი მისცეს. ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს მშვიდობას,“ – განაცხადა ზელენსკიმ.