ტრამპი NATO-ს მოკავშირეებს აკრიტიკებს და ამობს, რომ აშშ-ს „აღარ სჭირდება“ დახმარება ირანთან ომში

აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ NATO-ს „მოკავშირეების“ უმრავლესობას „არ სურს „ირანის ტერორისტული რეჟიმის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში ჩართვა.“  


დონალდ ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო წარმატების ფონზე, აღარ სურს NATO-ს ქვეყნების დახმარება და აშშ-ს, ეს არც არასდროს სჭირდებოდა.


„NATO-ს „მოკავშირეების“ უმრავლესობამ შეერთებულ შტატებს შეატყობინა, რომ არ სურთ ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში ჩართვა ახლო აღმოსავლეთში, ეს იმისდა მიუხედავად, რომ თითქმის ყველა ქვეყანა სრულიად დაეთანხმა იმას, რასაც ვაკეთებთ, და ირანს არანაირად რამე ფორმით არ უნდა შეეძლოს ბირთვული იარაღის ქონა.


გაკვირვებული არ ვარ მათი ქმედებით, თუმცა, ვინაიდან NATO-ს, სადაც ამ ქვეყნების დასაცავად წლიურად ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავდით, ცალმხრივ ქუჩად განვიხილავდი - მათ დავიცავთ, მაგრამ ისინი ჩვენთვის არაფერს გააკეთებენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვჭირდება.


საბედნიეროდ, ირანის შეიარაღებული ძალები გავანადგურეთ - მათი საზღვაო ძალები აღარ არსებობს, საჰაერო ძალები აღარ არსებობს, მათი საჰაერო თავდაცვა და რადარები აღარ არსებობს და, რაც სავარაუდოდ ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი ლიდერები თითქმის ყველა დონეზე აღარ არსებობენ, აღარასდროს დაგვემუქრებიან ჩვენ, ახლო აღმოსავლეთში ჩვენს მოკავშირეებს ან მსოფლიოს! იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ასეთი სამხედრო წარმატება გვქონდა, აღარ “გვჭირდება” ან გვსურს NATO-ს ქვეყნების დახმარება - არასდროს გვჭირდებოდა! მსგავსად, იაპონიის, ავსტრალიის ან სამხრეთ კორეის. რეალურად, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის, პრეზიდენტი ვიტყვი, რომ არავის დახმარება არ გვჭირდება!” - წერს ტრამპი.