ლუკაშენკოს თქმით, აშშ ბელორუსს "დიდ გარიგებას" სთავაზობს

ბელორუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-მ მას „დიდი გარიგება“ შესთავაზა, რომელიც დიპლომატიურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს მოიცავს.

ლუკაშენკოს თქმით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ის ფლორიდაში, კურორტ მარ-ა-ლაგოში შეხვედრაზე მიიწვია.


„მოლაპარაკებების დროს ამერიკელებმა, ტრამპის სახელით, შემოგვთავაზეს დიდი გარიგების დადება, რომელიც ჩვენი მოლაპარაკებების დღის წესრიგში არსებულ რიგ საკითხებს მოიცავს,“ - განაცხადა მან ბელორუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე.


ლუკაშენკოს თქმით, „დიდი გარიგება“ მოიცავს „არამხოლოდ პატიმრებს, არამედ, საელჩოების ფუნქციონირებას, გამოყენებული ბირთვული მასალების შენახვასთან დაკავშირებულ საკითხებს, საბაჟო საკითხებს და სხვა.


ხუთშაბათს, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ბელორუსში ჯონ კოული ლუკაშენკოს შეხვდა მინსკში.