ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) კვირას განაცხადა, რომ მძიმედ დაზიანდა და აღარ მუშაობს ირანის მძიმე წყლის საწარმოო რეაქტორი ხონდაბში, რომელზეც, თეირანის ცნობით, 27 მარტს თავდასხმა განხორციელდა.
„ობიექტზე დეკლარირებული ბირთვული მასალა არ ინახება,“ - აღნიშნა სააგენტომ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ხონდაბის რეაქტორი, რომელიც არაქის ბირთვული კომპლექსის ნაწილია, 2025 წლის ივნისში დაიბომბა ისრაელის ავიაციის მიერ.
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) 18 მარტს ასევე დაადასტურა, რომ ირანში, ბუშერის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორიდან 350 მეტრში მდებარე ნაგებობას ჭურვი მოხვდა და განადგურდა. IAEA-ის გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის თქმით, რეაქტორი არ დაზიანებულა და პერსონალი არ დაშავებულა.
28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ „მასშტაბური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყეს. საპასუხოდ, სპარსეთის ყურეში აშშ-ის პარტნიორი ქვეყნები ირანის მხრიდან დრონებით და რაკეტებით შეტევის სამიზნედ იქცნენ.