ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის შეფერხების ძირითადი მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის უკანონო სამხედრო ოპერაციაა.
უწყების სპიკერის თქმით, ჩინეთმა აშშ-სა და ისრაელს სამხედრო მოქმედებების დასრულებისკენ მოუწოდა.
„პრობლემის ფუნდამენტური მოგვარება სამხედრო გზით შეუძლებელია,“ - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა.