აშშ-მ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დელსი როდრიგესის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა.
როდრიგესი გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ ეს ქვეყნებს შორის „ურთიერთობების ნორმალიზებისა და გაძლიერების მიმართულებით“ გადადგმული ნაბიჯია.
„გვჯერა, რომ ეს პროგრესი საშუალებას მოგვცემს მოიხსნას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ამჟამად მოქმედი სანქციები, რაც ხელს შეუწყობს ეფექტური ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის შექმნას და გარანტირებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ,“ - დაწერა როდრიგესმა X-ში გამოქვეყნებულ პოსტში.
აშშ-მ სპეცოპერაციის შედეგად, იანვარში დააკავა ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ნარკოტრაფიკინგთან დაკავშირებულ ბრალდებებზე სასამართლოს წინაშე დგას. 2018 წელს როდრიგესი და მისი ძმა აშშ-მ სანქციების სიაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში მონაწილეობის ბრალდებით შეიყვანა.
იანვარში ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, აშშ-მ და ვენესუელამ ურთიერთობების დათბობა დაიწყეს. მარტში მხარეები დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ.
გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები და დაიწყო თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებითაც.