IRGC ამერიკის მოკავშირეებს ნავთობისა და გაზის შეწყვეტით ემუქრება, თუ „აშშ წითელ ხაზებს გადაკვეთს“

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) აცხადებს, რომ ამერიკის რეგიონულმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ თეირანმა „კეთილმეზობლობის“ გამო დღემდე მნიშვნელოვანი თავშეკავება“ და „სიფრთხილე გამოიჩინა საპასუხო დარტყმებისთვის სამიზნეების შერჩევისას.“ 


„ამ მომენტიდან ყველა ასეთი მოსაზრება გვერდზე გადაიდება,“ - ნათქვამია სახელმწიფო მედიით გავრცელებულ განცხადებაში.


IRGC ასევე აცხადებს, რომ თუ აშშ-ის სამხედროები „წითელ ხაზებს გადაკვეთენ, თეირანის პასუხი რეგიონის ფარგლებს გასცდება და რომ თეირანი მიზანში ამოიღებს აშშ-სა და მისი პარტნიორების ინფრასტრუქტურას და წლების განმავლობაში შეაფერხებს რეგიონიდან ნავთობისა და გაზის მიწოდებას.“