„ომის წინააღმდეგ კვლავ ხმამაღლა გამოვალ“ - რომის პაპი

რომის პაპმა, ლეონ XIV-მ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან „დებატებში შესვლა არ სურს.“


მან განაცხადა მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ის გააკრიტიკა.


„არ მეშინია ტრამპის ადმინისტრაციის ან სახარებიდან გზავნილის ხმამაღლა წარმოთქმა, რადგან მჯერა, რომ აქ ამისთვის ვარ და აქ ეკლესია ამისთვის არის. ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ, ჩვენ საგარეო პოლიტიკას იმ პერსპექტივიდან არ განვიხილავთ, როგორც შეიძლება ის [ტრამპი] ამას აღიქვამდეს. თუმცა, როგორც მშვიდობისმყოფელს, სახარების გზავნილის მწამს,“ - განაცხადა რომის პაპმა.

რომის პაპმა აღნიშნა, რომ მისი სიტყვები ვინმეს წინააღმდეგ არ არის მიმართული.


„ომის წინააღმდეგ სიტყვით კვლავ ხმამაღლა გამოვალ. მე ყველას მოვუწოდებ, რომ მშვიდობისა და შერიგების ხიდების აგებისთვის გზები ეძებონ, ასევე, მოძებნონ გზები იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს, როცა ეს შესაძლებელია, ომი თავიდან აიცილონ,“ - აღნიშნა რომის პაპმა.


ტრამპი აღნიშნავს, რომ რომის პაპი მადლობელი უნდა იყოს, რადგან მისი არჩევა „შოკისმომგვრელ სიურპრიზს“ წარმოადგენდა და კანდიდატთა სიაში მხოლოდ იმიტომ იყო, რომ ის ამერიკელია. მისი შეფასებით, რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ სუსტია და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საშინელია. ტრამპის განცხადებით, მას „არ სურს რომი პაპი, რომელიც თვლის, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის ფლობა მისაღებია.“


თავის მხრივ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ, განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის განცხადებები რომის პაპ ლეო XIV-ის შესახებ, „მიუღებელია.“


„პაპი კათოლიკური ეკლესიის მეთაურია და მისთვის სწორი და ნორმალურია მშვიდობისკენ მოწოდება და ომის ყველა ფორმის დაგმობა,“ - ნათქვამია მელონის განცხადებაში.


რომის პაპი ლეონ XIV ომის დასრულების მოწოდებით რამდენჯერმე გამოვიდა.