ტრამპი: ირანი დათანხმდა, რომ აღარასდროს დაკეტავს ჰორმუზის სრუტეს

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანი დათანხმდა, აღარასდროს დაკეტავს ჰორმუზის სრუტეს. დონალდ ტრამპის თქმით, ეს სრუტე „აღარ იქნება გამოყენებული მსოფლიოს წინააღმდეგ იარაღად.“

მისი თქმით, დღევანდელი დღე „დიდი და ბრწყინვალე დღეა მსოფლიოსთვის.“


„კიდევ ერთხელ! ეს შეთანხმება არანაირად არ არის დაკავშირებული ლიბანთან, მაგრამ ჩვენ გავხდით ლიბანს კვლავ დიდებულს!“- წერს ტრამპი.


ტრამპის განცხადებით, ირანმა, აშშ-ის დახმარებით, განახორციელა და ახორციელებს გამნაღმვით სამუშაოს.


„ირანმა მოაშორა ან ახლა აშორებს ყველა საზღვაო ნაღმს!“- წერს ტრამპი.


აშშ-ის პრეზიდენტი მადლობას უხდის პაკისტანს და პრემიერ-მინისტრსა და ფელდმარშალს, ასევე საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარს დახმარებისთვის.


განახლება: ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება, ვიდრე აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა არ მოიხსნება.


შესაბამის განცხადებას ირანის სახელმწიფო მედია „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.


საზღვაო ძალებმა გააფრთხილეს ჰორმუზის სრუტესთან ახლოს გემებზე მყოფნი, რომ სრუტეში არ შევიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი „მტრად“ იქნებიან აღქმულნი.