აშშ-ში, ტრამპის გამოსახულებით, ლიმიტირებული რაოდენობის პასპორტებს გამოუშვებენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად, შეზღუდული რაოდენობით (limited-edition) პასპორტების გამოშვებას იწყებს. ამ პასპორტების შიდა მხარეს პრეზიდენტ ტრამპის გამოსახულებაც იქნება.


მაკეტების მიხედვით, ტრამპის პორტრეტი გარშემორტყმულია დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტექსტითა და ამერიკის დროშის ელემენტებით, ხოლო ქვემოთ ოქროსფრად არის დატანილი პრეზიდენტის ხელმოწერა. ერთ-ერთ გვერდზე ასევე წარმოდგენილია დამფუძნებელი მამების მიერ დეკლარაციის ხელმოწერის გამოსახულება.


პასპორტების გამოშვება მიმდინარე ზაფხულშია დაგეგმილი და ისინი ტრამპის ადმინისტრაციის უფრო ფართო ინიციატივის — „America250“-ის ნაწილია.