იტალიას არ ესმის, რა მიზეზით უნდა შეამციროს შეერთებულმა შტატებმა მის ქვეყანაში ჯარების რაოდენობა. თავდაცვის მინისტრ გვიდო კროსეტოს განცხადებით, იტალიამ ჰორმუზის სრუტეში საზღვაო უსაფრთხოების მისიაში მონაწილეობისთვის მზადყოფნა დააფიქსირა.
„არ მესმის მიზეზი. როგორც ყველასთვის ნათელია, ჩვენ არ გამოგვიყენებია ჰორმუზის სრუტე და მზადყოფნაც კი, გამოვთქვით საზღვაო უსაფრთხოების მისიაში მონაწილეობისთვის, რასაც, სხვათა შორის, აშშ-ის სამხედროებმა მაღალი შეფასება მისცეს,“ - განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტირებისას.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ჯარების გაყვანას იტალიიდან და ესპანეთიდანაც განიხილავს.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ-ის ჯარების იტალიიდან და ესპანეთიდან გაყვანას მას შემდეგ რაც მან მიანიშნა, რომ შესაძლოა, ეს გერმანიასთან დაკავშირებით გააკეთოს, ტრამპმა უპასუხა:
„ალბათ. რატომ არ უნდა გავაკეთო ეს? იტალიამ არანაირი დახმარება არ გაგვიწია და ესპანეთი საშინელება იყო. როდესაც გვჭირდებოდნენ, ჩვენთან არ იყვნენ. ირანთან დაკავშირებით არანაირი დახმარება არ გვჭირდებოდა. მათი დახმარება არ მჭირდებოდა, მაგრამ ვუთხარი, რომ კი, ძალიან გვსურს თქვენი დახმარება, რადგან მინდოდა მენახა, გააკეთებდნენ თუ არა ამას და ყველა შემთხვევაში, მათ თქვეს, „არ გვინდა ჩარევა.“