ევროპარლამენტმა ევროკომისიას მოუწოდა, განიხილოს სლოვაკეთისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვის საკითხი, რადგან პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მმართველობის დროს კანონის უზენაესობის დარღვევის გამო, შეშფოთება იზრდება.
პარლამენტმა 418 ხმით 207-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკომისიას ოფიციალურად მოუწოდებს, ე.წ. პირობითობის მექანიზმი პირველად გამოიყენოს და ევროკავშირის ბიუჯეტიდან სლოვაკეთის დაფინანსება შეწყვიტოს.
ცნობისთვის, პარლამენტის გადაწყვეტილება პოლიტიკური სიგნალია და არა — სავალდებულო ბრძანება.
კომისიას შეუძლია, გადაწყვიტოს, რა რეაგირება უნდა მოახდინოს, ხოლო ნებისმიერი ფინანსური ზომა კვლავ საჭიროებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კვალიფიციური უმრავლესობის მიერ საბჭოში დამტკიცებას.