შვიდი წლის შემდეგ პირველად, აშშ-სა და ვენესუელას შორის კომერციული ფრენები განახლდა.
American Airlines-ის პირველი რეისი, რომელიც სამ საათამდე გაგრძელდა, მაიამიდან კარაკასში, სიმონ ბოლივარის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრინდა.
ამერიკული ავიახაზების რეისიები ვენესუელის მიმართულებით ყოველდღიურად შესრულდება. მედიის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე მგზავრებს შორის უმეტესობას მედიის წარმომადგენლები და ოფიციალური პირები შეადგენდნენ.
ვენესუელაში გამგზავრების საფასური თარიღისა და ბილეთის ტიპის მიხედვით იცვლება, თუმცა ორმხრივი ბილეთის ფასი დაახლოებით 1 000 დოლარს შეადგენს.