ევროკავშირმა სერბეთს დაფინანსება გაუყინა, ვიდრე ბელგრადი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ შეასრულებს.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სერბეთისგან ელოდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას, რომლებიც ეხება სასამართლო სისტემასა და პროკურატურაში დამტკიცებულ ცვლილებებს.
სერბეთი კრემლის ახლო მოკავშირეა და ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ევროპულ სახელმწიფოთაგანია, რომელიც რუსეთს უკრაინაში ომის გამო სანქციებს არ უწესებს.