სერბეთი და NATO პირველ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ

სერბეთის რესპუბლიკისა და NATO-ს პირველი ერთობლივი სამხედრო წვრთნები „სამხრეთის“ ბაზასა და „ბოროვაჩის“ საწვრთნელ პოლიგონზე, ბუიანოვაცის [სერბეთი] მახლობლად ტარდება. წვრთნები არმიის სარდლობისა და ნეაპოლის ერთობლივი სარდლობის მიერ არის ორგანიზებული.


წვრთნაში, სახელწოდებით NATO–Serbia, დაახლოებით 600 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს - მათ შორის არიან სერბეთის შეიარაღებული ძალების, თურქეთის, რუმინეთისა და იტალიის სამხედროები.

სამხედრო დაგეგმვას უზრუნვოლყოფენ და დამკვირვებლების სტატუსით არიან წარმოდგენილები საფრანგეთი, გერმანია, მონტენეგრო, გაერთიანებული სამეფო და აშშ.


ორგანიზატორების განცხადებით, ეს ტაქტიკური დონის წვრთნები 23 მაისამდე გაგრძელდება, რაც სერბეთის შეიარაღებული ძალების და NATO-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წევრებს გამოცდილებისა და სამუშაო პრაქტიკის გაცვლის შესაძლებლობას აძლევს.


სერბეთი თითქმის 20 წელია ჩართულია, NATO-ს პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისთვის“, თუმცა ბალკანეთზე მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, NATO-ს წევრი არ არის, რასაც ხელისუფლება ნეიტრალიტეტის პოლიტიკით ხსნის. მას მეგობრული ურთიერთობები აქვს რუსეთთან.


ცნობისთვის, კოსოვოში, რომელსაც ბელგრადი სახელმწიფოდ არ აღიარებს, NATO-ს ხელმძღვანელობით განთავსებულია საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტი.