საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი-ბულგარეთის ენერგეტიკული დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლა წელს დაიწყება. ამის შესახებ ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე კირილ ტემელკოვმა განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ პროექტი, რომელიც 2024 წელს აზერბაიჯანისა და ბულგარეთის პრეზიდენტების ილჰამ ალიევისა და რუმენ რადევის მიერ დაინიცირდა, ორ რეგიონს შორის განახლებადი ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის შესაძლებლობებს გააფართოებს.
„ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მის განხორციელებაზე და ვგეგმავთ, რომ წელს დავიწყოთ წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება ჩვენს პარტნიორებთან აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და საქართველოდან,“ - განაცხადა ტელკოვმა.
ცნობისთვის, 2025 წლის აპრილში აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებმა ხელი მოაწერეს მწვანე ენერგიის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს, რითაც აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტი დაიწყო.