სომხეთმა და აშშ-მ TRIPP-ის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ჩარჩო შეთანხმებას TRIPP-ის პროექტის შესახებ, რომლის პარაფირებაც 26 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს სომხეთში ვიზიტის ფარგლებში მოხდა.


ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყებამ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელშიც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი დოკუმენტს ხელს აწერს.„ძვირფასო მოქალაქეებო, რამდენიმე წამის წინ, თქვენს თვალწინ ხელი მოვაწერე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ჩარჩო შეთანხმებას TRIPP-ის შესახებ. როგორც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ ჩემსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიერ, მისი სომხეთში ვიზიტის დროს, მოხდა დოკუმენტის პარაფირება.


სახელმწიფო მდივანმა რუბიომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას, დოკუმენტი სომხეთში გამოიგზავნა და ახლა სომხურმა მხარემაც მიიღო დოკუმენტი. ამით დისტანციური ხელმოწერის პროცესი დასრულებულია და შეთანხმება რატიფიცირებისთვის მზად არის,“ - განაცხადა არარატ მირზოიანმა.