მკვლევრები აცხადებენ, ვაქცინის „ფუნდამენტურად ახალი“ ტიპის შესაქმნელად, რომელსაც ვირუსების დიდი რაოდენობითგან დაცვა და პანდემიების პრევენცია შეუძლია, ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს.
კემბრიჯის უნივერსიტეტის გუნდი აცხადებს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვაქცინის ძირითადი კომპონენტი მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი და რომელიც შემდეგ ადამიანებზე გამოსცადეს. ვაქცინა ყველა კორონავირუსის წინააღმდეგ არის შექმნილი, მათ შორის, Covid-ის ყველა ვარიანტზე, ასევე ვირუსებზე, რომლებიც ამჟამად აინფიცირებს ცხოველებს, მაგრამ აქვთ შემდეგი პანდემიის დაწყების პოტენციალი.
მუშაობა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ გუნდი უკვე ავითარებს ცალკეულ ვაქცინებს, რომლებსაც გრიპის და ებოლას წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლიათ.