ევროკავშირი თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივებას განიხილავს. საკითხი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის კაია კალასის ანკარაში ბოლოდროინდელი ვიზიტის დროს წამოიჭრა. იუწყება მედია.
Politico-ს ინფორმაციით, დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი და შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკავშირის კომისარი მაგნუს ბრუნერი.
მოლაპარაკებები თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზების პროცედურების გამარტივების შესაძლო ნაბიჯებს შეეხო, რაც ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობებში დიდი ხნის განმავლობაში არსებული საკითხია.
თურქეთი 25 წელზე მეტია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. მოლაპარაკებები, რომელიც ექვსი წლის შემდეგ დაიწყო, 2016 წელს შეჩერდა პოლიტიკური უთანხმოებებისა და ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის კრიტიკის გამო.