„არჩევნების დროს საერთაშორისო დამკვირვებლები მსოფლიოს თვალები და ყურები არიან“

საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების დროს მსოფლიოს თვალები და ყურები არიან,– ნათქვამია საქართველოში აშშ–ის საელოს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ამერიკის საელჩო სიამაყით უჭერს მხარს საქართველოში მომუშავე სადამკვირვებლო ჯგუფებს „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან“, „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტიდან“ და „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდიდან“.

„არჩევნების სკრუპულოზური მონიტორინგი აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი ენდობა" - განუცხადა ელჩმა დეგნანმა დამკვირვებლებს მათი სამუშაოს განხილვისას.