ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა 96 დოლარს გადააჭარბა

ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 96 დოლარს გადააჭარბა, რაც 8 ივნისის შემდეგ პირველად მოხდა.

ICE ბირჟის მონაცემების თანახმად, დილის ვაჭრობის დროს ნიშნული 5.5%-ით გაიზარდა და ბარელზე 96.03 დოლარს მიაღწია. 


ბრენტის მარკის ნავთობის ფასი ბოლოს 90 დოლარზე მეტი ივნისის შუა რიცხვებში იყო.

ძვირდება ამერიკული მარკის ნავთობიც. 20 ივლისს, დილით დასავლეთ ტეხასური ნავთობის სექტემბრის მიწოდების ფიუჩერსები 84.7 დოლარად ივაჭრებოდა, რაც 2.2%-იან ზრდას ნიშნავს.