24 ივლისს, 10:45 საათზე, საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე, მონტენეგროს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრას გამართავს.
სიდნეიში მიმდინარე ტურნირის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები იტალიის ეროვნულ გუნდს შეხვდა. მატჩი იტალიის გამარჯვებით, 18:12 დასრულდა. 2026 წლის მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს რვა უძლიერესი ეროვნული ნაკრები ასპარეზობს. საქართველოს ნაკრები ასპარეზობას მე-5–მე-8 ადგილებისთვის აგრძელებს.