რუმინეთის F-16-მა პირველად ჩამოაგდო ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესული დრონი

რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუსორ დანმა განაცხადა, რომ პარასკევს, 24 ივლისს, რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი F-16 ტიპის გამანადგურებელმა ჩამოაგდო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც NATO-ს წევრი სახელმწიფო მსგავს ზომას მიმართავს.


დენმა დრონის წარმომავლობა არ დააკონკრეტა და განმარტა, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს გამოძიება დრონის წარმომავლობის დასადგენად. თუმცა მსოფლიოს ამ ნაწილში თავდამსხმელი რუსეთია,“ - განუცხადა თავის მხრივ, არმიის წყარომ Reuters-ს.


რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესული დრონი დაბა პადინის მახლობლად, დაუსახლებელ რაიონში ჩამოაგდეს.


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთსა და უკრაინას შორის საბრძოლო მოქმედებებისას დრონებმა რუმინეთის ტერიტორიაზე შეაღწიეს, თუმცა პირველია, როცა რუმინეთის არმიის გამანადგურებელმა დრონი ჩამოაგდო.


ცნობისთვის, რუმინეთში NATO-ს საავიციო ბაზა მდებარეობს.