ანაკლიის მომავალი პორტის აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი შევიდა

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაო იწყება. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოს ჩასატარებლად, მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შევიდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


უწყების ინფორმაციით, გემი მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხის არხის მოსაწყობად მას შემდეგ, რაც კანონით დადგენილ პროცედურებს გაივლის.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ანაკლიაში ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება.