„მშვიდობის საბჭომ“ სამხედრო ბაზის მშენებლობაზე პირველი კონტრაქტი გააფორმა — Guardian

დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭომ“, რომელიც ღაზის სექტორის რეკონსტრუქციაზე ზედამხედველობის მიზნით იანვარში შეიქმნა, პირველი სამშენებლო კონტრაქტი გააფორმა.


პროექტი მაროკოელი ჯარისკაცების განსათავსებლად 150-კაციან სამხედრო პოსტს ითვალისწინებს. ამის შესახებ ბრიტანული Guardian-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.


წყაროს ცნობით, ბაზა ისრაელის საზღვრიდან დაახლოებით ერთი მილის დაშორებით მდებარეობს.


The Guardian-მა ივლისში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რეკონსტრუქციის თავდაპირველი გეგმა მთელი ტერიტორიის აღდგენის ამბიციური გეგმიდან, სამხრეთით მდებარე მცირე საპილოტე პროექტამდე მკვეთრად შემცირდა.