რუმინეთი ოკუპირებულ სოხუმში ჯგუფ Morandi-ის დაგეგმილ კონცერტს ეწინააღმდეგება

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუმინული ჯგუფის Morandi-ს 7 აგვისტოს დაგეგმილ კონცერტს სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.


რუმინეთი კიდევ ერთხელ მტკიცედ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას.


„რუმინეთი, რომელიც ურყევად ინარჩუნებს არაღიარების პოლიტიკას, მტკიცედ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,” – ნათქვამია რუმინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.


რუმინული პოპ-დენს დუეტი Morandi 2004 წელს ბუქარესტში ჩამოყალიბდა.