BTC-ით ნავთობის ტრანსპორტირება მაისთან შედარებით 10%-ით გაიზარდა, გასული წლის ივნისთან შედარებით კი 5%-ით შემცირდა

BTC-ით ნავთობის ექსპორტი გაიზარდა.


აზერბაიჯანული მედიის ცნობით, 2026 წლის ივნისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ნავთობის დღიური ექსპორტი საშუალოდ 547 000 ბარელს შეადგენდა. BTC მილსადენით ნავთობისტრანსპორტირება მაისთან შედარებით 10%-ით, დღეში 48 000 ბარელით გაიზარდა.


თუმცა ივნისში მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 5%-ით, დღეში 31 000 ბარელით შემცირდა.


BTC მილსადენი ოფიციალურად 2006 წლის 13 ივლისს გაიხსნა. მისი საერთო სიგრძე 1 768 კილომეტრია, საიდანაც 443 კილომეტრი აზერბაიჯანზე, 249 კილომეტრი საქართველოზე და 1 076 კილომეტრი თურქეთზე გადის.