შვეიცარია და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის პირობების განახლებაზე შეთანხმდნენ

შვეიცარიამ და ჩინეთმა განახლებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს. 


შვეიცარიის პრეზიდენტმა გაი პარმელინმა და ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა ვან ვენტაომ ბერნში შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებების დასრულების შესახებ გამოაცხადეს.


შვეიცარიული ექსპორტის 99.8% შეიძლება, ჩინეთის ბაზარზე უბაჟოდ შევიდეს.


შვეიცარიაში ჩინეთის თითქმის ყველა ექსპორტი უბაჟოა, რასაც ორ ქვეყანას შორის 2014 წლის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ითვალისწინებს. ეს პეკინის პირველი ასეთი შეთანხმებაა კონტინენტური ევროპის ეკონომიკასთან.


ჩინეთი გერმანიისა და შეერთებული შტატების შემდეგ, შვეიცარიისთვის მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 2026 წლისთვის 46 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს (57.6 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგენს.