რომის პაპმა ლეონ XIV-მ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და გახდა პირველი პაპი, რომელმაც აშშ-ის არჩევნებში ხმა მისცა.
ვატიკანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩიკაგოში დაბადებულმა პონტიფიკოსმა 2026 წლის ნოემბრის შუალედური არჩევნებისთვის საკუთარი ხმა დააფიქსირა.
ვატიკანის განცხადებით, ლეონ XIV „ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის რანგში, ყოველთვის, როცა ამის უფლება ჰქონდა, სარგებლობდა ხმის მიცემის უფლებით“; მათ შორის პერუშიც, სადაც ის წლების განმავლობაში, როგორც მისიონერი მოღვაწეობდა.
„წმინდა მამას სწამს, რომ მოქალაქეების უფლება და მოვალეობაა, მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ პროცესებში,“ — ნათქვამია განცხადებაში.