პოლონეთი დამასკოში საელჩოს 14-წლიანი პაუზის შემდეგ ხელახლა გახსნის

პოლონეთი მომავალი წლის იანვარში სირიის დედაქალაქ დამასკოში საელჩოს ხელახლა გახსნას გეგმავს.


ამჟამად დამასკოში პოლონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული მუშაობს, რომელიც დიპლომატიური მისიის შენობის თანამშრომლების მისაღებად მომზადების პროცესს ხელმძღვანელობს.

შენობა ათ წელზე მეტი ხნის წინ დაცარიელდა. მართალია, საომარი მოქმედებების დროს ნაგებობა არ დაზიანებულა, თუმცა მას რემონტი სჭირდება.

სირიაში ომის დაწყების შემდეგ, 2012 წელს, პოლონეთმა ქვეყნიდან თავისი დიპლომატიური პერსონალი გაიყვანა.