თურქეთმა და კატარმა ურთიერთთავდაცვის პაქტი გააფორმეს

თურქეთმა და კატარმა ხუთი შეთანხმება, მათ შორის — ურთიერთთავდაცვის პაქტი გააფორმეს.

დამატებითი დეტალები უცნობია.

სხვა შეთანხმებები მოიცავს თავდაცვის, განათლებისა და მომხმარებელთა დაცვის სფეროებს, ასევე თანამშრომლობას მშვიდობის, შერიგებისა და კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით.


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში, კატარის ამირას, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდა, რის შემდეგაც მხარეებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს.


„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას სპარსეთის ყურის რეგიონში ომის განახლების თავიდან ასაცილებლად, დიალოგის საფუძვლის შესაქმნელად და მშვიდობის მისაღწევად,“ – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.