ჯეფ ბეზოსმა არაკომერციულ ორგანიზაციებს Amazon-ის $200 მილიონის აქციები გადასცა

ორშაბათს წარდგენილი ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, გასულ კვირას მილიარდელმა ჯეფ ბეზოსმა არაკომერციულ ორგანიზაციებს დაახლოებით 198,9 მილიონი დოლარის ღირებულების „ამაზონის“ (Amazon) აქციები გადასცა.


ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, ბეზოსმა ჯამში 771 492 აქცია გააჩუქა. აქედან 674 088 აქცია ორგანიზაციებს ხუთშაბათს, 97 404 კი პარასკევს გადაეცა. აქციების ღირებულება Amazon-ის ორშაბათის სავაჭრო დღის დახურვის ფასით, $257.75-ით არის გამოთვლილი.


დოკუმენტში ორივე გადაცემა არაკომერციული ორგანიზაციებისთვის გაღებულ შემოწირულებად არის მითითებული, თუმცა მიმღები ორგანიზაციების ვინაობა სრულად არ არის დაკონკრეტებული.