თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, 5 ჯარისკაცი დაიღუპა

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამშაბათს თურქეთის ცენტრალურ ნაწილში, ესქიშეჰირის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ხუთი თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.


უწყებას არ დაუკონკრეტებია, თუ რა გახდა AS-532-ის ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი.

სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენი სასწავლო ფრენას ასრულებდა.