“საქართველო ნატო-ს წევრი ეხლავე უნდა გახდეს” - ბენ ჰოჯესი

საქართველო უკვე მზადაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისთვის და ნატო-ს წევრი ახლავე უნდა გახდეს, - განაცხადა დღეს ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა კიევის ფორუმზე “უსაფრთხოება 2020” სიტყვით გამოსვლისას.

"მჯერა, რომ საქართველო ახლავე უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. უკრაინას ამისთვის ცოტა მეტი დრო დასჭირდება: მან გზა უნდა განაგრძოს და გააძლიეროს თავისი ინტეგრაცია ალიანსში”, – განაცხადა ჰოჯესმა.