აშშ-მა რუსეთის სამთავრობო, „ქიმიისა და მექანიკის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს“ (TsNIIKhM) სანქციები დაუწესა.
სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ორგანიზაციას სანქციები კიბერსივრცეში მავნებლური საქმიანობის გამო დაუწესდა. კერძოდ, უწყების ცნობით, TsNIIKhM–ის სამიზნე 2017 წელს ახლო აღმოსავლეთში ნავთობქიმიური ობიექტი გახდა.
"განსხვავებით ტიპური ციფრული შემოჭრისაგან, რომელიც, როგორც წესი, მიზნად ისახვს მონაცემების ქურდობას ან გამოსასყიდის მოთხოვნას, ეს კიბერშეტევა მიზნად ისახავდა ობიექტის ფიზიკური ზიანის მიყენებას მისი უსაფრთხოების სისტემის გამორთვით", – ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.