ე.წ კონტროლირებადი გადასასვლელების გახანგრძლივებულმა დაკეტვამ კიდევ უფრო შეუშალა ხელი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას, გააუარესა მათი სოციალ-ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობა - ამ საკითხზე Europetime-თან ინტერვიუში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა ისაუბრა.
დიპლომატი აღნიშნავს, რომ ადგილობრივ დონეზე, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას მძიმედ დაარტყა როგორც თავად პანდემიამ, ისე მისმა შედეგებმა.
„აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ ე.წ. კონტროლირებადი გადასასვლელების გახანგრძლივებულმა დაკეტვამ, მაგალითისთვის, კიდევ უფრო შეუშალა ხელი მათი გადაადგილების თავისუფლებას, გააუარესა მათი სოციალ-ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობა მისიამ იცის ამ გამოწვევების შესახებ და სხვა დაინტერესებულ პირებთან ჩვენ შევეცდებით მივმართოთ მათკენ ძალისხმევა ყველა არსებული ფორმატის, მათ შორის ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმებს შეხვედრების, ევროკავშირის ინსტიტუციებში და წევრ ქვეყნებში მიმართული ჩვენი ანგარიშგებების მეშვეობით“, - განაცხადა მარეკ შჩიგელმა.