პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ევროკავშირის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების გამო, ევროკავშირი საქართველოს მიმართ, მწვავე რეაგირებას არ მოახდენს, პირიქით, მისი მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება.
როგორც Europetime-თან საუბრისას პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანისგან და სომხეთისგან განსხვავებით, საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ არ არის. დასავლეთს კი არ სურს რუსეთის გავლენა საქართველოშიც გაძლიერდეს.
„ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის შესუსტებას საერთოდ არ ველი, პირიქით, დემოკრატიული პროცესებისადმი დასავლეთის დამოკიდებულების გარდა, არსებობს გეოპოლიტიკური ინტერესებიც. ევროკავშირი სულ იმას ეუბნება დაპირისპირებულ მხარეებს, რუსეთის საქმეს რატომ აკეთებთო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათი ინტერესი საგანი რუსეთია. ის რომ აზერბაიჯანისგან და სომხეთისგან განსხვავებით, საქართველოში რუსეთის გავლენა ჯერ არ არის, დასავლეთს სურს, რუსეთის გავლენა აქაც არ გაძლიერდეს. ამ ფონზე დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერა კი არ შესუსტდება, პირიქით უფრო გაძლიერდება“, - განუცხადა Europetime-ს რამაზ საყვარელიძემ.
მისივე თქმით, ევროკავშირის არცერთ წარმომადგენელს არ უთქვამს რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლების ბრალია.
" ის რევოლუციური სულისკვეთება, რომელიც სააკაშვილისგან მოდის, უცხოელებისგან მხარდაჭერილი არ არის. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა ცალსახად თქვა, რომ მოლაპარაკებები დროის გაყვანაა და მოქმედებაა საჭირო. რითაც რევოლუციურ მოქმედებაზე იყო მინიშნება. შესაბამისად, თუკი რევოლუციას აპირებს, მოლაპარაკება აზრს კარგავს. ორივე ერთად ვერ იქნება" - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, მისი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება და ხელისუფლება-ოპოზიციას შორის ფასილიტაციის პროცესს წარმართავს.როგორ მიშელი აცხადებს, ქართული საზოგადოების ინტერესებისთვის, დროა კომპრომისების გზა გამოინახოს. მისივე ინფორმაციით, დანიელსონი თბილისში კვირის ბოლოს ჩამოვა.
,,დროა გავაკეთოთ საჭირო კომპრომისები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. ელჩი უკან გაემგზავრება შუამავლობის გასაგრძელებლად", - წერს მიშელი მიკრობლოგ Twetter-ზე
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. 18 მარტს კი მოლაპარაკებები მხარეებს შორის უშედეგოდ დასრულდა და დანიელსონმა ქვეყანა დატოვა.