მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელი დღეს თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს

სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი რობერტო აზევედო დღეს თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს.

იგი თანამდებობიდან ვადის ამოწურვამდე ზუსტად ერთი წლით ადრე მიდის. აზავედო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელად პირველად ოთხ წლიანი ვადით 2013 წელს აირჩიეს. 2017 წელს კი თანამდებობაზე მეორე ვადით დაინიშნა, შესაბამისად პოზიციაზე ყოფნის პერიოდი მას 2021 წლის 31 აგვისტოს ეწურებოდა.

მიმდინარე წლის 14 მაისს აზევედომ დააანონსა, რომ ორგანიზაციიდან აგვისტოს ბოლოს წავიდოდა. აზავდეოს განმარტებით, თანამდებობას „პირადი გადაწყვეტილების“ შედეგად ტოვებს. როგორც „როიტერი“ განმარტავს, ამჟამად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას, რაც გამოწვეულია ცალმხრივი მიდგომებითა და პროტექციონიზმით. ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელის შერჩევის პროცესი ოფიციალურად 8 ივნისს დაიწყო.