ამერიკის შეერთებული შტატებმა და ევროკავშირმა მიანმარის ლიდერებს, რომლებიც სამხედრო გადატრიალებასთან არიან დაკავშირებულები, სანქციები დაუწესეს. ამის შესახებ ინფორმაციას Voanews-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ევროკავშირმა სამხედრო გენერალს, მინ ან ჰლაინს, 9 სამხედრო ოფიცერსა და საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს აქტივები გაუყინა და ვიზის აღებაზე შეზღუდვა დაუწესა.
ამავე დროს, ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები მიანმარის პოლიციის მმართველს და არმიის სპეციალური ოპერაციების ხელმძღვანელს დაუწესა.
აშშ-ში აცხადებენ, რომ სწორედ ისინი იყვნენ პასუხისმგებელნი დემონსტრანტების წინააღმდეგ ლეტალური ძალის გამოყენებაზე.
მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა.