ამერიკელმა სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებით, ყოველი დღე, როდესაც ოპოზიციის წევრები ციხეში არიან და საქართველოს პარლამენტში ადგილები ცარიელია, რუსეთისთვის გამარჯვებაა. ამის შესახებ მან საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ სენატში მიმდინარე მოსმენისას განაცხადა.
მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია, მთავრობამ გადადგას ნაბიჯები, რომ უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და იმუშავოს ყველა ოპოზიცურ პარტიასთან, რათა კრიზისიდან გამოსავალი დიალოგის გზით იპოვონ.
,,აშშ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მოკავშირეა. თუმცა ეს ურთიერთობა დამოკიდებულია საქართველოს ერთგულებაზე, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები. საქართველოს ერთგულება დემოკრატიის მიმართ დემონსტრირებული უნდა იყოს მთავრობისა და ოპოზიციის ქმედებებით. უმნიშვნელოვანესია, მთავრობამ გადადგას ნაბიჯები, რომ უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და იმუშავოს ყველა ოპოზიცურ პარტიასთან, რათა კრიზისიდან გამოსავალი დიალოგის გზით იპოვონ. ერთადერთი მხარე ვინც დღეს საქართველოში შექმნილი ვითარებით გამარჯვებულია რუსეთია. ყოველ დღე, როცა ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან, გამარჯვებაა რუსეთისთვის.
ყოველდღე როცა საქართველოს პარლამენტში ადგილები ცარიელია, ქართველი ხალხისთვის საზიანო და რუსეთისთვის გამარჯვებაა. მოვუწოდებ ორივე მხარეს, გვერდზე გადადონ პოლიტიკური ამბიციები და გადადგან ნაბიჯები საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად", – განაცხადა შაჰინმა.