ჯორჯ კენტი: ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარუმატებელი მოლაპარაკებები, ძირს გამოუთხრის საქართველოს დასავლურ მისწრაფებას

,,ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარუმატებელი მოლაპარაკებები, ძირს გამოუთხრის საქართველოს დასავლურ მისწრაფებას", - ამის შესახებ ჯორჯ კენტიმ სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ამ წუთებში საქართველოს საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორებმა უნდა მონახონ დამატებითი საშუალებები ქვეყნის მხარდასაჭერად

,,ეუთომ შეაფასა საპარლამენტო არჩევნების პირველი რაუნდი, როგორც კონკურენტუნარიანი, მაგრამ არსებული მდგომარეობა საზოგადოების ნდობას ამცრებს, მიუხედავად იმისა, რომ იმ ამომრჩევლებმა, რომლებმაც ოპოზიციას მისცეს ხმა სურთ, რომ მათ დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში. ეს გახლავთ ნაბიჯი უკან ქართული დემოკრატიისთვის, როგორც ,,ქართული ოცნებისთვის", ისე ოპოზიციისთვის.

აშშ-მ როგორც საქართველოს მეგობარმა გულახდილად უნდა ილაპარაკოს, განსაკუთრებით მმართველ პარტიასთან, რომ არ მოხდეს გადახვევა იმ გზიდან, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია.

ინტეგრაცია დასავლეთთან გახლავთ გამოწვევებით აღსავსე გზა, რომელიც გულისხმობს ვალდებულებებს ერთიანი ღირბულებებისა , დემოკრატიული ნორმებისა და ინსტიტუციების მთლიანობისა, ფუნქციონალური დემოკრატიის მისაღებად.

საქართველოს პოლიტიკური ლიდერები და სხვა ძალები უნდა მუშაობდნენ იმისათვის, რომ მოგვარდეს ეს კრიზისი. წარუმატებლობა მმართველი პარტიისა და ოპოზიციისა, რომ შეთანხმებას მიაღწიო ძირს გამოუთხრის,საქართველოს დასავლურ მისწრაფებას.

საქართველოს პარტნიორებმა უნდა მონახონ დამატებითი საშუალებები ქვეყნის მხარდასაჭერად", - განაცხადა კენტმა.