ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს ფატუ ბენსუდას და იურისდიქციების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელს ფასიკო მოჩოჩოკოს სანქციები დაუწესა.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, სასამართლო ცდილობს, ამერიკელები თავის იურისდიქციას არალეგიტიმურად დაუქვემდებაროს.
ჰააგის საერთაშორისო სასამართლო ამჟამად აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ ავღანეთში ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს იძიებს.
როგორც „ბიბისი“ წერს, შეერთებული შტატები საერთაშორისო სასამართლოს ჩამოყალიბების დღიდან აკრიტიკებს.