შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და საქართველოში აქამდეც არაერთხელ იმყოფებოდა.
„აღნიშნულ პირს, რომელიც არის აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში. რაც შეეხება მათ ქვეყანაში შემოსვლას, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს ჰქონდა კოვიდ პასპორტი, ხოლო ნაწილს PCR ტესტის ცნობა“,- აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, რუსი ტელეწამყვანი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში ჩამოვიდა.
სამოქალაქო აქტივისტები რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებენ