რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა, მწვავე პროტესტის გამო, საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს.
როგორც ცნობილია, ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით, რამდენიმე საათში მოუწიათ.
პოზნერი, საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.
სამოქალაქო აქტივისტები რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტი გააპროტესტეს