მდინარე ენგურში მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ორსანტიაში, მდინარე ენგურში, დაკარგული მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს.

დღეს, 3 ცხედრის აღმოჩენის შემდეგ, მაშველები მეოთხე პირსაც ეძებდნენ. ის ერთ-ერთი დაღუპული ახალგაზრდა ქალის მეუღლეა. ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა.

გარდაცვლილები ოკუპირებული გალის რაიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ფარულად გადმოსვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, წვიმების გამო ადიდებულმა ენგურმა წაიღო.

ცნობისთვის, დღეს, ენგურში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სავარაუდოდ ოკუპირებული აფხაზეთიდან, ენგურით გადმოსვლას ცდილობდნენ.

სუს-ი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლისას სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

ენგურში დაღუპული სამი ადამიანიდან, ორი ახალგაზრდა ქალია