მმართველი გუნდი განმარტავს, ხომ არ დაწესდება ლოქდაუნი არჩევნების შემდეგ

„ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო ქმედება“, - თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ევროპულ საქართველოს“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს.

„კონკრეტული ოპოზიციური პარტიები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. ისინი აგზავნიან შეტყობინებებს, სადაც საუბრობენ, რომ თითქოს ჩვენ არჩევნების შემდეგ „ლოქდაუნის“ დაწესებას ვაპირებთ. ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო ქმედება. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არანაირი ჩაკეტვები არ იგეგმება. იქნება მხოლოდ წერტილოვანი მიდგომები, როგორც გვაქვს დღეს”, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ევროპული საქართველოს” განცხადებით, „ქართული ოცნება“ 2 ნოემბრიდან ლოქდაუნის გამოცხადებას გეგმავს.