სენატორი ჯიმ რიში საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს. სენატორი ელის, რომ სანდო არჩევნების ჩატარებით საქართველო სტაბილურობას დაადასტურებს. ამის შესახებ აშშ–ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„არჩევნების ჩატარება დემოკრატიისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი სავარჯიშოა. საქართველო პანდემიის პირობებში არჩევნების ჩასატარებლად ემზადება. ამ არჩევნების სანდოობა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ველი, რომ ვიხილავ საქართველოს მიერ მისი დემოკრატიული არჩევანის და სტაბილურობის დადასტურებას, თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნების ჩატარებით. ყველა მხარემ უნდა გააგრძელოს საკანონმდებლო ჩარჩოს პატივისცემა, რომელზეც პოლიტიკური პარტიები მიმდინარე წელს შეთანხმდნენ“, - განაცხადა სენატორმა.