რადიკალური ისლამური ტერაქტები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქალაქ ნიცაში მომხდარ თავდასხმას ეხმიანება და საფრანგეთს მხარდაჭერას უცხადებს.

„ჩვენი გულები ფრანგ ხალხთანაა. ამერიკა ამ ბრძოლაში ჩვენი უძველესი მეგობრის გვერდით დგას. რადიკალური ისლამური თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარი თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომხდარი „ისლამისტურ ტერორისტულ თავდასხმად“ შეაფასა.